სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
სასწავლო
თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
ჭარბაძე ნინო
|
|
რაიონი
|
ამბროლაური
|
|
სკოლა
|
ხვანჭკარის საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
ამბროლაური
|
|
თემის მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
კითხვა
ხელოვნებაა, მკითხველი – ხელოვანი
|
||
თემის შინაარსი
|
||
მოსწავლეები, წინასწარ შედგენილი
ანკეტის მიხედვით, ჩაატარებენ გამოკითხვას და გაარკვევენ, როგორია სხვადასხვა
სოციალური ფენის დამოკიდებულება წიგნისადმი. აკვირდებიან, სად
უფრო აქტიურია მკითხველი, ვის რა სახის ლიტერატურა იზიდავს. პროექტის
მიმდინარეობისას, მათი დაკვირვების საგანი სასკოლო ასაკის ახალგაზრდების
სამაგიდო წიგნი _ ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ ხდება. ბავშვები
კრიტიკული მიდგომით განიხილავენ ნაწარმოებს, წიგნში წამოჭრილ თემებსა და პრობლემებს დაუკავშირებენ
თანამედროვეობას და საკუთარ ცხოვრებას, ეძებენ პარალელებს, მოაწყობენ
დისკუსიებს, ლიტერატურულ საღამოებს, შეადარებენ მათ ერთმანეთს. გამოსცემენ
ბროშურას და გააცნობენ თავიანთ ნამუშევარს დაინტერესებულ საზოგადოებას.
|
||
საგანი
|
||
ქართული ლიტერატურა
|
||
დონე/კლასი
|
||
XI-XII
|
||
განხორციელების დროის
ჩარჩო
|
||
ოთხი კვირა
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი
სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
ქართ. XII. 1. მოსწავლეს
შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა
აუდიტორიის წინაშე.
ქართ. XII. 2. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ
წარმოდგენილი სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება.
ქართ. XII. 3. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაციის
შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.
ქართ. XII. 4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის
გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.
ქართ. XII. 5. მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული
ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ. XII. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტექსტში ასახული
ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება.
ქართ. XII. 7. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს კულტურული,
სოციალური და ისტო-რიული ფასეულობების გავლენა ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე.
ქართ. XII. 9. მოსწავლეს შეუძ-ლია გააანალიზოს, რა
გავლე-ნას ახდენს ავტორის ენობრი-ვი არჩევანი მკითხველზე.
ქართ. XII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის
ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
ქართ. XII. 13. მოსწავლეს შე-უძლია მხატვრული ნაწარმო-ების ანალიზის
დაწერა.
ქართ. XII. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სათანადო სტრატეგიების
გამოყენება.
ქართ. XII. 1. მოსწავლეს
შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა
აუდიტორიის წინაშე.
ქართ. XII. 3. მოსწავლეს
შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და
გამოყენება.
ქართ. XII. 4. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.
ქართ. XII. 5. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში
ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ. XII. 6. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან
შედარება.
ქართ. XII. 7. მოსწავლეს
შეუძლია გააანალიზოს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენა
ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე.
ქართ. XII. 8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ენის სხვადასხვა
ასპექტების გაანალიზება.
ქართ. XII. 9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, რა გავლენას
ახდენს ავტორის ენობრივი არჩევანი მკითხველზე.
ქართ. XII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა
და გამოყენება.
|
||
მოსწავლეების
ამოცანები/სწავლის შედეგები
|
||
1. ჩაატარებენ სოციალურ გამოკითხვას სხვადასხვა თაობის ადამიანებში,
რათა დაადგინონ სად მეტად აქტიურია მკითხველი და რომელია ამ თაობის პოპულარული
წიგნი.
2. გამოვლენილი ნაწარმოების შეჯერების საფუძველზე მოსწავლეები
კრიტიკულად მიუდგებიან მას და ეძებენ ნაწარმოების მთავარ სათქმელს, მთავარ
ღირსებას, თუ რამ განაპირობა მისი ასეთი სიყვარული ახალგაზრდებში და არა მარტო.
3. მოსწავლეები აკვირდებიან თხზულების ენას, მის თავისებურებებს,
აღნიშნავენ მის სპეციფიკურობას, განსხვავებას ლიტერატურულ ნორმებთან.
4. მოსწავლეები ხატავენ, როგორია მთავარი პერსონაჟის ტიპაჟი, მისი
ინდივიდუალიზმი, შინაგანი სამყარო, მისწრაფებები. აკვირდებიან, როგორია მისი დამოკიდებულება
გარესამყაროსთან, მშობლებთან, თანატოლებთან...
5. გამოკვეთენ პრობლემას, რის გარშემოც ნაწარმოების მთელი ფაბულაა
აგებული.
6. არკვევენ, რამდენად
აქტუალურია მათ სინამდვილეში ის საკითხები, რაც მოსვენებას არ აძლევს
ნაწარმოების მთავარ გმირს. გაიხსენებენ სხვა ნაწარმოებებს, სადაც მსგავსი
პრობლემებია დასმული.
7. იყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ და ბეჭდურ მასალას საკითხში
სწორად გარკვევისთვის და ამზადებენ პრეზენტაციებს თავიანთი დასკვნების და
შედეგების დაინტერესებული აუდიტორიისთვის
გასაცნობად.
|
||
მიმართულების მიმცემი
საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
რითი ხართ დაკავებული თქვენს თავისუფალ დროს?
რა ადგილი
უჭირავს წიგნს თქვენს ცხოვრებაში?
|
|
თემატური კითხვები
|
რამდენად გვეხმარება წიგნი საკუთარი
თავის შეცნობასა და გარემო სინამდვილის აღქმაში?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
ახდენს თუ არა გარესამყარო გავლენას
ადამიანის ცნობიერების ჩამოყალიბებაში?
რა არის უკეთესი გზა, გაქცევა
სინამდვილისგან თუ დარჩენა მასში და ბრძოლა უკეთესი ხვალისთვის?
რამდენად ავლენს ადამიანის საუბრის სტილი
და მანერა მის შინაგან სამყაროს?
|
|
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის
ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების
ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
აღწერეთ შეფასების ფორმები, რომელსაც კლასში
მოსწავლეებთან მუშაობისას იყენებთ საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის,
პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნების და
პროცესების შეფასების, სასწავლო პროცესის ანალიზისთვის, სასწავლო ციკლის
სხვადასხვა ეტაპზე. მოცემული შესაძლოა მოიცავდეს გრაფიკულ დამგეგმავებს (ორგანაიზერებს),
ინსტრუქციებს წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს, ჩამონათვალებს,
გამოკითხვებსა და რუბრიკებს. ამასთანავე, აღწერდეს მოსწავლეების მიერ შექმნილი
პროდუქტების აღწერას, პრეზენტაციებს, წერილობით დოკუმენტებს, ან ეტაპობრივ
შეფასებებს, რომელთაც განახორციელებთ სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცედურების
გრაფაში განმარტეთ, ვინ იყენებს შეფასებებს, როგორ გამოყენება შედეგები და სად
ხორციელდება.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა საკითხები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბიბლიოთეკეშო მუშაობისა და
ინტერნეტ–რესურსების მოძიების უნარი.
ვორდის პროგრამაში მუშაობისა და
პუბლიკაციის შექმნის საბაზისო ცოდნა.
წერილობითი და ზეპირი ფორმით კითხვის,
მასალების ინტერპრეტირებისა და მოსაზრებების გამოხატვის უნარი.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო პროცედურები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
პირველი
კვირა- მოვაწყობ დისკუსიას მოსწავლეებში თემაზე _ რა როლს ასრულებს
ლიტერატურა ადამიანის ცნობიერების ჩამოყალიბებაში. მოხდება აზრთა
გაცვლა–გამოცვლა, რის შემდეგაც გავაცნობ მათ პროექტის მოკლე გეგმას. მოსწავლეები
დაინტერესდებიან, რამდენად წონადია მხატვრული ნაწარმოების კითხვა საზოგადოების
ამათუიმ ფენისთვის, რომელია კითხვის პროცესში აქტიურად ჩართული ფენა, ამ
ფენისთვის საყვარელი მხატვრული ნაწარმოები და რატომ? შემდგომი მოქმედებისთვის
მოსწავლეებს დავყოფთ ჯგუფებად და დავადგენთ თითოეული ჯგუფის ხელძღვანელს, რომელსაც
დაევალება მისი წევრების საქმიანობის მუდმივი მონიტორინგი. დაევალებათ მათ,
ჩამოაყალიბონ კითხვების კოლაჟი, აწარმოონ დღიური, ისარგებლონ ყველა ხელმისაწვდომი
თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებით.
მეორე
კვირა _ მოსწავლეები წინასწარშედგენილი კითხვარის მეშვეობით აწარმოებენ
გამოკითხვას მოსახლეობაში, ადგენენ მათი წიგნისადმი ინტერესის დონეს, რა სახის
ლიტერატურას ანიჭებენ უპირატესობას და რატომ. მოსწავლეები აქტიურად ახდენენ
დღიურის შევსებას, ხდება მათი ყოველდღიური შედეგების შეჯამება, ცდილობენ
თითოეული ჯგუფის შედეგის შეპირისპირებას, რათა ერთ კონკრეტულ შედეგამდე მივიდნენ
– გამოავლინონ აქტიური მკითხველის
საყვარელი წიგნი.
მესამე
კვირა – მოსწავლეები მიდიან შედეგამდე – მხატვრული ლიტერატურისადმი
დაინტერესება სასკოლო ასაკის ახალგაზრდობაში მეტად შეინიშნება და გამოვლინდა ამ
თაობის საყვარელი წიგნიც _ ჯერომ
სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“.
პროექტის მონაწილეები ცდილობენ, გამოარკვიონ,
რამ გამოიწვია ახალგაზრდების ასეთი ინტერესი ამ წიგნისადმი. იწყებენ ნაწარმოების
ღრმა და საფუძვლიან შესწავლას, ინაწილებენ ფუნქციებს, რათა ყველა კუთხით და
თანაბარი საზომით მოხდეს მასზე დაკვირვება. მოიძიებენ ბეჭდურ და ინტერნეტ მასალებს, შეისწავლიან
მწერლის ბიოგრაფიას, კავშირს ავტორსა და მთავარ პერსონაჟს შორის, აკვირდებიან
ტექსტის ენას, მთავარი პერსონაჟის საუბრის სტილი ნათლად აჩვენებს ამ ახალგაზრდის
შინაგან სამყაროს, მიუღებელია, მაგრამ მიმზიდველიც, თავისუფალი და შეუნიღბავი.
საინტერესოა ჰოლდენის
დამოკიდებულება თანატოლებთან, სკოლასთან, მასწავლებლებთან, ოჯახთან, ზოგადად,
გარესამყაროსთან. გამოკვეთენ პრობლემას, რამაც ახალგაზრდა კაცი უმისამართო
გახადა. აქ ბავშვები იწყებენ ფიქრს იმაზე, რამდენად რეალურია ნაწარმოებში
დახატული გარემო, რა საერთო აქვს მას ქართულ სინამდვილესთან და შეიძლება თუ არა
ვიპოვოთ ქართველი ჰოლდენი, რომელიც დაჟინებით მოგვთხოვს პასუხს შეკითხვაზე „ სად ქრებიან იხვები?“...
ბავშვები დღიურებში ინიშნავენ საკუთარ მოსაზრებებს,
რის შემდეგადაც დისკუსია იმართება. წერენ ესეს, როგორ წარმოუდგენიათ იდეალური
გარემო, სადაც თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობენ, როგორია ერთი რიგითი ქართველი
ახალგაზრდის კომფორტი. გონებრივი იერიშის მეთოდით გამოვარკვევთ, რა მიაჩნიათ
მოსწავლეებს ახალგაზრდა გმირის მთავარ პრობლემად და რაში ხედავენ ისინი
გამოსავალს. უკუკავშირის მეშვეობით ხდება მათი ნააზრევის განხილვა და ბავშვები მიდიან შედეგამდე _ ყველგანაა, ყველაში ზის ეს
ახალგაზრდა, აყლაყუდა ბიჭი, თავისი შეურიგებელი ბუნებით, რომელიც გაურბის
ყველას, მაგრამ არც მარტო დარჩენა სურს, რომელიც ეძებს სიმშვიდეს, სიმართლეს,
შეუნიღბავ სახეს, რომელსაც სძულს სიყალბე და რომელიც მხოლოდ იმიტომ რჩება
სიბინძურით სავსე სინამდვილეში, რომ მაშველ რგოლად გამოადგეს ვიღაცის შეურყვნელ
სულს და ბავშვები გადაარჩინოს, დაიჭიროს ბავშვები, რომლებიც უშიშრად
დანავარდობენ უფსკრულის პირას მიმზიდველ ჭვავის ყანაში.
მეოთხე
კვირა – მოსწავლეები ქმნიან საბოლოო პროდუქტს,
ისინი იწყებენ მუშაობას, რათა თანამედროვე ცხოვრებაში გადმოიტანონ ნაწარმოებში
განხილული თემები და საკითხები და ცდილობენ, მოძებნონ მისი გადაჭრის გზები.
ბავშვები მოიძიებენ მასალებს, ეცნობიან ინტერნეტ საიტებს, ქმნიან ბოშურას და მშობლების, თანატოლების და სხვა
დაინტერესებული პირების თანდასწრებით ახდენენ თავიანთი ნაშრომის მულტიმედიურ
პრეზენტაციას.
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
|
სპეციალური
საჭიროებები
|
ჩავრთავთ ჯგუფურ მუშაობაში, დავავალებთ,
მონაწილეობა მიიღოს ინტერნეტრესურსების მოძიებაში.
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის
მშობლიური)
|
მივაწოდებთ თავის მშობლიურ ენაზე ნათარგმნ
ტექსტს სიღრმისეული ანალიზისთვის.
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების
მოსწავლეები
|
ავირჩევთ ჯგუფების ხელმძღვანელებად,
დავავალებთ მუშაობის მუდმივ მონიტორინგს, ტექსტის სიღრმისეული კვლევას, პროექტის
საბოლოო ვერსიაზე მუშაობას.
|
სასწავლო თემისთვის
საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
|
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ
პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
ჯერომ სელინჯერი “კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“.
|
ინვენტარი/მასალები
|
ძირითადი
მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც
კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების
შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
|
ინტერნეტრესურსები
|
|
სხვა რესურსები
|
მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი
თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები.
|
No comments:
Post a Comment